М777-ის ტიპის 155 მმ-იანი კალიბრის ჰაუბიცები, რომლებსაც აშშ-ი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაჰპირდა, უკვე უკრაინის ტერიტორიაზეა. ამის შესახებ CNN-ს პენტაგონის წარმომადგენელმა განუცხადა.
პენტაგონის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-ის მიერ გადაცემული 90-დან 85-ზე მეტი ჰაუბიცა უკრაინაშია. ამასთან, უკრაინაში უკვე ჩავიდა ჰაუბიცებისთვის 110 ათასი ჭურვი, დაპირებული 184 ათასიდან.
310-ზე მეტმა უკრაინელმა არტილერისტმა უკვე დაასრულა სწავლება, კიდევ 50-ზე მეტი კი სწავლებას ამჟამად გადის.
ამასთან, პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, 7 ქვეყნიდან შეიარაღების 13 პარტია უკვე უკრაინაში გასაგზავნ პუნქტებშია.
ბუქსირებად M777 ტიპის 155 მმ-იანი კალიბრის ჰაუბიცას გააჩნია ცეცხლის მართვის ციფრული სისტემა, რომელიც თვითმავალი საარტილერიო სისტემების ცეცხლის მართვის ანალოგია. 155 მმ-იანი კალიბრის „ჰაუბიცის“ საარტილერიო ჭურვს შეუძლია 40კმ-მდე მანძილის დაფარვა და მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება როგორც მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისთვის, ასევე სამხედრო ტექნიკისთვის.