უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჯო ბაიდენსა და ამერიკელ ხალხს მადლობას უხდის ლენდ-ლიზის აქტისთვის.
"მადლობას ვუხდი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ამერიკელს ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის ჩვენი თავისუფლებისთვის და მომავლისთვის ბრძოლაში. ლენდ-ლიზის აქტზე ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავ ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენ დავიცავთ დემოკრატიას უკრაინაში და ევროპაში, როგორც 77 წლის წინ", - დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა უკრაინისთვის ლენდ-ლიზის აქტს.