სირიის დიქტატორი ბაშარ ალ-ასადი, ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
8 მაიის, ასადი თეირანში შეხვდა ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის და ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის.
ეს იყო ასადის პირველი ვიზიტი თეირანში 2019 წლის თებერვლის შემდეგ და მეორე სირიის სამოქალაქო ომის შემდეგ. ირანული მედიის ცნობით, სირიის პრეზიდენტმა ირანის დედაქალაქი უკვე დატოვა და დამასკოში გაემგზავრა.
ირანი რუსეთთან ერთად სირიის ლიდერის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა. თეირანმა ფინანსური დახმარება გაუწია ასადის მთავრობას და ომის დაწყებიდან ათასობით "მოხალისე" მებრძოლი გაგზავნა სირიაში.
მარტში ცნობილი გახდა, რომ ბაშარ ალ-ასადი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია. ეს იყო მისი პირველი ვიზიტი არაბულ სახელმწიფოში 2011 წლის შემდეგ.