თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად განახლდა. იუწყება თბილისის მერია.
გავრცელებული ცნობით, შეფერხება გამოიწვია მეტროს ღია უბანზე ტექნიკურმა ხარვეზმა. ადგილზე ოპერატიულად იმუშავა შესაბამისი სამსახურის ჯგუფმა და ხარვეზი დროულად აღმოიფხვრა.
ამჟამად, თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.