რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავს რამდენიმე ქვეყნის ლიდერსა და მოქალაქეებს ულოცავს. პუტინის მილოცვა კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პუტინის მისალოცი წერილები გაეგზავნა აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუჰანსკის, ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის "ლიდერებს", ასევე ქართველ და უკრაინელ ხალხს.
"დღეს საერთო მოვალეობაა - არ დავუშვათ ნაციზმის აღორძინება, რომელმაც სხვადასხვა ქვეყნის ხალხებისთვის ტანჯვა მოიტანა. მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ და შთამომავლებს გადავცეთ სიმართლე ომის მოვლენების შესახებ, საერთო სულიერი ფასეულობები და ძმური მეგობრობის ტრადიციები", - ნათქვამია აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის მისალოც წერილში.