სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა ხუთშაბათს ისრაელის ქალაქ ელადში სავარაუდო ტერაქტის შედეგად. იტყობინება ისრაელის მედია.
მედიის ინფორმაციით, სულ მცირე ერთი დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია, ინციდენტის შედეგად კი დაახლოებით 7 ადამიანი დაშავდა.
ადგილობრივი პოლიცია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ორი მამაკაცი თავს დაესხა გამვლელებს ქალაქის პარკში.
თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა გამოიყენა ცეცხლსასროლი იარაღი, მეორეს კი ნაჯახი ან დიდი დანა ჰქონდა.
პოლიცია ამჟამად თავდამსხმელებს ეძებს. თვითმხილველების თქმით, ეჭვმიტანილები ავტომანქანით გაიქცნენ.