ევროკავშირი რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურის კირილის წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებას გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო AFP იტყობინება.
AFP ამ ინფორმაციის წყაროდ ევროკავშირის სანქციების პროექტს მიუთითებს, თუმცა სხვა დეტალებს არ აკონკრეტებს.
"ევროკავშირი გამოდის წინადადებით, სანქციები დაუწესდეს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურს", - ნათქვამია შეტყობინებაში.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტთან დაკავშირებით წინადადებები წარადგინა.