30 ნოემბერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 5 ობიექტის გასხვისება იგეგმება. იყიდება თბილისში, პეკინის ქუჩა№4-ში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ("საქსტატის"შენობა), რომლისი საწყისი ღირებულებაც 3 მლნ. 500 ათასი აშშ დოლარითაა განსაზღვრული.
იყიდება ასევე თბილისში, მუხიანის დასახლების IV მ/რ-სა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მშენებარე (დაუმ-თავრებელი) შენობა-ნაგებობა, საწყისი ფასით _ 224 000 აშშ დოლარი;
საპრივატიზაციო ნუსხაშია შეტანილი ასევე თბილისში, დაბა კოჯორში, ორბელიანის ქუჩაზე, სამხედრო ქალაქ 1 - ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსე-ბული ერთეული შენობა-ნაგებობა, საწყისი ფასით _ 175 000 აშშ დოლარი და სხვა ობიექტები.