საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2022 წლის წლის პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 29 პუნქტით გაუარესდა.
ინდექსის თანახმად, საქართველო 59.30 ქულით, 180 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზე მოხვდა. 2021 წელს მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო მე-60 ადგილზე იყო და 71,36 ქულა ჰქონდა მინიჭებული.
საერთაშორისო ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყანაში პრესის თავისუფლების მდგომარეობას 5 ინდიკატორის მეშვეობით აფასებს - პოლიტიკური, ეკონომიკური, კანონმდებლობა, სოციალური ინდიკატორი და უსაფრთხოება.
საქართველოსთვის მინიჭებული ქულები თითეულ შემთხვევაში ასე ნაწილდება:
პოლიტიკური - 52.42 ქულა
სამართლებრივი - 80.79
ეკონომიკური - 46.43
სოციალური - 75.50
უსაფრთხოების კონტექსტები - 41.34
თითოეული ქვეყნისთვის მინიჭებული ქულა შემდეგნაირად კლასიფიცირდება:
85-100 ქულა - კარგი
70-85 ქულა - დამაკმაყოფილებელი
55-70 ქულა - პრობლემური
40-55 ქულა - რთული
0-40 ქულა - ძალიან სერიოზული
მედიის თავისუფლების ინდექსის პირველ ათეულში არიან: ნორვეგია, დანია, შვედეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, პორტუგალია, კოსტა რიკა, ლიეტუვა, ლიხტენშტეინი.