სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მიერ დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 23 კილომეტრში, სოფელ სამებიდან 11 კილომეტრში, ცხრა კილომეტრის სიღრმეზე იყო.
მიწისძვრის სიძლიერემ 5.3 მაგნიტუდა შეადგინა. ბიძგები 23:35 საათზე დაფიქსირდა.
თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისის მუნიცპალიტეტის სოფელ ირგანჩაის მიმდებარე ტერიტორია იყო.