მოლდოვის რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულების ვებგვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა.
მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კიბერთავდასხმები საზღვარგარეთიდან განხორციელდა. მათივე ცნობით, კიბერთავდასხმების უკან რუსულ დაჯგუფება "Killnet"-ი.
"დაჯგუფება მოქმედებს ჰაქტივიზმის პრინციპებზე და სპეციალიზირებულია ე.წ. "DdoS" თავდასხმების განხორციელებაში იმ ქვეყნებზე, რომლებიც, მათი აზრით, უკრაინას უჭერენ მხარს. დაჯგუფებას მსგავსი თავდასხმები განხორციელებული აქვს ევროკავშირის ქვეყნების სამთავრობო ვებგვერდებზე და ნატო-ს ვებინფრასტრუქტურაზეც, ამასთან, ბოლო დღეებში თავდასხმა განხორციელდა რუმინეთის სახელმწიფო ორგანიზაციების ვებგვერდებზე", - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
სამსახურის განცხადებით, რომ ახლა პასუხისმგებელი ორგანოები იღებენ აუცილებელ ზომებს საჯარო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების მოსაგერიებლად და მათი შედეგების მინიმიზაციისთვის.