2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მორიგი განხილვა დღეს, რუსთავში შედგება, სადაც ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან ქვემო ქართლში დავით კირკიტაძესთან და რაიონების გამგებლებთან ერთად მომავალი წლის პრიორიტეტებს განიხილავს.
"ბიუჯეტის დიდი ნაწილი სწორედ რეგიონებს ხმარდება. მოვისმინეთ რეგიონის მაცხოვრებელთა წინადადებებს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ფორმატია - ასეთი დიალოგი მოსახლეობასთან ბიუჯეტის დამტკიცებამდე,"- აცხადებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი. 
რუსთავამდე ასეთივე შეხვედრა ფინანსთა მინისტრმა თელავში, ბათუმსა და ქუთაისში გამართა.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები