ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით სამ ადამიანი დაავადდა. პაციენტები თბილისის კლინიკების რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობან. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცის sknews.ge ავრცელებს.
ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ყირიმ–კონგოს ორი შემთხვევა სოფელ ორგორაში გამოვლინდა, დაავადებულია ორი შუახნის ქალი. ერთი მკურნალობის კურსს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადის, მეორე კი ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი.
ყირიმ–კოგოს მესამე შემთხვევა დაბა ასპინძაში გამოვლინდა, დაავადებულია 30 წლამდე მამაკაცი, ისიც ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.
ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მზია პაპაშვილის განმარტებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
ყირიმ–კონგოს შემთხვევები მუნიციპალიტეტში გასულ კვირას დაფიქსირდა. ამჟამად პაციენტებთან ერთად, მათი ოჯახის წევრებსაც აკვირდებიან. დაავადების გადადების საფრთხე სიმპტომების გამოვლენიდან 12–14 დღეა.