მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, იაპონელი ტანაკა კანე 119 წლისა გარდაიცვალა.
იაპონიის ჯანმრთელობის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროს განცხადებით, 19 აპრილს გარდაიცვალა.
ტანაკა კანე გინესის რეკორდების წიგნში შევიდა 2019 წლის 9 მარტს, როგორც დედამიწის უხუცესი მკვიდრი. მაშინ ის 116 წლისა და 28 დღის იყო.
იაპონელი ქალი 1903 წლის 2 იანვარს, ფუკუოკას პრეფექტურაში დაიბადა.
გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ყველაზე ხანდაზმული ადამიანი, რომლის რეკორდი ჯერ არავის მოუხსნია, ფრანგი ქალი ჟან ლუიზ კალმანია. ის 1997 წელს 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.