საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორი გრიგოლ ბაიბურთი ოფიციალური ვიზიტით ლატვიაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მომსახურების სააგენტოს პრეზენტაციის წარდგენა ლატვიელი კოლეგებისათვის და გამოცდილებების გაზიარება, თუ რა ინოვაციური პროექტები განხორციელდა მიმდინარე წელს და რა პროექტების განხორციელება იგეგმება მომავალი წლიდან.
ასევევ დაგეგმილია კონსულტაციები ლატვიელ კოლეგებთან, თუ რა კუთხით დაძლიეს მათ ბიუროკრატიული ბარიერები და რა ხერხებით განავითარეს ქონების ეფექტური განკარგვის მექანიზმი ქვეყანაში. ქართველ და ლატვიელ კოლეგებს შორის სამომავლოდაც თანამშრომლობის გაღრმავებაც იგეგმება.