დანიშნულების ადგილი გურია, სოფელი ჯაპანა. სტარტს თბილისიდან ვიღებ. გასავლელია რიკოთის რთული მონაკვეთი, ჯამში, 272 კილომეტრი. აღდგომის დღესასწაულს მინდა სოფელში შევხვდე.
7 წელია, საჭესთან ვარ. ამ წლების განმავლობაში ჩემს ანგარიშზეა: 3 მოულოდნელი გაჩერება - ორჯერ საწვავის ამოწურვის, ერთხელ აკუმულატორმა მიმტყუნა. არც ისე სასიამოვნოდ მახსენდება მაგისტრალზე დაშვებული საბურავი და კიდევ ერთი, მსუბუქად რომ ვთქვათ, მწარე გამოცდილება, როდესაც ავარიას სასწაულებრივად გადავურჩი - მიზეზი საბურავი იყო, რომელსაც ექსპლოატაციის ვადაც გასული ჰქონდა და არც სეზონს შეეფერებოდა. საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჭკუა მხოლოდ 5 უსიამოვნო შემთხვევის შემდეგ ვისწავლე და შორ გზაზე მოგზაურობამდე მანქანას აუცილებლად ვამოწმებ. გამოცდილება საკმარისი მივიღე და დამიჯერეთ, შემოწმებისათვის ერთი დღეც საკმარისია.
დიაგნოსტიკისთვის სანდო და გამოცდილ სერვისცენტრს რომ უნდა მიაკითხოთ, ჩემს გარეშეც გეცოდინებათ. რაც შეეხება რეკომენდაციებს, პირველ რიგში, ვამოწმებთ სავალს ნაწილს. ეს არის მრავალი დეტალის ერთობლიობა, რომელთა გამართულობაც უსაფრთხო გადაადგილებასთან პირდაპირ კავშირშია. ვიწყებთ საბურავებით, უნდა დავრწმუნდეთ, რომ სეზონური საბურავები გვაქვს. ასევე, ვამოწმებთ ექსპლოატაციის ვადას. ძველი და უხარისხო საბურავი სამუხრუჭე დისტანციას და, შესაბამისად, ავარიის რისკს ზრდის. აქვე არ გამოგრჩეთ სამუხრუჭე ხუნდების გადამოწმებაც.
სიაში შემდეგი ძრავის გაგრილების სისტემაა. ქალაქგარეთ ხშირად გვიწევს არასწორ რელიეფზე მოძრაობა, რამაც შესაძლოა, ძრავის გადახურება გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ გაგრილების სისტემაში ზამთარშიც და ზაფხულშიც ანტიფრიზი ესხას. მისი დუღილის ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე წყლის. ამიტომ დიდ დატვირთვაზეც და სიცხეშიც მანქანას გადახურებისაგან დავიცავთ. სხვა შემთხვევაში შეიძლება ძრავის სერიოზული დაზიანებაც კი გამოვიწვიოთ.
მესამე გადაცემათა კოლოფში არსებული საპოხი სითხეა, რომელსაც ვამოწმებთ და საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ვცვლით. საპოხი სითხე და ზეთი, ავტომწარმოებლის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, გავლილი კილომეტრაჟის მიხედვით უნდა შეიცვალოს.
უყურადღებოდ არ დატოვოთ არც აკუმულატორი. მისი შემოწმება ცივი ზამთრის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტემპერატურის ცვალებადობა მისი მწყობრიდან გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
გინდათ კომფორტულად იმგზავროთ? მაშინ კონდიცირების სისტემაც შეამოწმეთ. ის ფრეონით უნდა იყოს დატუმბული, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. იმისთვის, რომ სალონში სათანადო ტემპერატურა შევინარჩუნოთ, ფილტრები პერიოდულად უნდა შევცვალოთ. სხვათა შორის, ძველი ფილტრები, რომლებიც მარტივად ივსება მტვრით, ბაქტერიებით, ზოგჯერ მწერებითაც კი, შეიძლება, მანქანაში უსიამოვნო სუნის მიზეზი გახდეს.
ბოლოსთვის მოვიტოვე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, წინა მაშუქები, ნათურა ხომ არ გადაიწვა ან მისი რესურსი ხომ არ არის შემცირებული? მინის საწმენდებსაც შეავლეთ ხელი და სისტემაში სპეციალური საწმენდი სითხე ჩაასხით, საქარე მინა რომ ადვილად და კარგად გაიწმინდოს.
რამდენი ვწერე და სინამდვილეში ეს გამგზავრებისწინა შემოწმება სულ ერთი დღის ამბავია. თან თუ „თეგეტას“ აქციების პერიოდს დაამთხვევთ, სარფიან დანაზოგსაც გააკეთებთ. უფასოა თვლების ნახარისა და სავალი ნაწილის შემოწმება. არც ხუნდებისა და ფილტრების გამოცვლაზე დაიხარჯებით. 30%-იანი ქეშბექია საბურავებისა და აკუმულატორების პრემიუმ ბრენდებზეც. რამე არ გამომრჩეს, თავად ნახეთ.