რუსეთის ფედერაცია შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის რეალიზებაზე 2011-2920 წლებში 21 ტრილიონი რუბლის დახარჯვას აპირებს. ეს განცხადება დღეს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი შემადგენლობის შეკრებაზე გააკეთა.
"ეს უზარმაზარი თანხაა, ისეთი დიდი სახელმწიფოსთვისაც კი, როგორიც რუსეთის ფედერაციაა. იმედი მაქვს, ეს თანხა გონივრულად დაიხარჯება სამხედრო ტექნიკის ყველაზე თანამედროვე ნიმუშების შეძენაში", _ განაცხადა მედვედევმა.
მისი თქმით, შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის რეალიზაცია 2020 წლისთვის საშუალებას იძლევა შეიარაღების თანამედროვე სახეობებით აღჭურვოს შეიარაღებული ძალების 70-იდან 100 %- მდე.