ეროვნული საბჭოს ერთ-ერთმა ლიდერმა კობა დავითაშვილმა წარმომადგენლობით სახალხო კრებაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ხელისუფლების შეცვლის პროცესის დაწყებად ხალხისა და ოპოზიციის ერთიანობა აუცილებელია.
"დიდი სამუშაო გვიდევს წინ. დღეს პირველი დღეა და ამ სამუშაოს ვერ ავცდებით. ამ პროცესის დაწყება მოხდება იმ ხალხის გათვალისწინებით, ვინც აქ არის. ვინც არ არის, უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ აქ მოვიყვანოთ და ჩვენ გვერდში იყვნენ. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ თითოეული ქართველი გამარჯვებული დარჩეს. დღეს აღარ არის ოპოზიციურ პარტიებს შორის კინკლაობის დრო. დღეს არის სახალხო კრებასთან ერთად ერთიანობისა და ერთი მიზნისკენ სწრაფვის დღე. ეროვნული საბჭოს სახელით, სახალხო კრების თითოეული გადაწყვეტილების მომხრე ვიქნებით და მათთან ერთად ვიმოქმედებთ სხვადასხვა გადაწყვეტილების განსახორციელებლად" - განაცხადა დავითაშვილმა.