26 ნოემბერს, 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მხატვარ გიორგი ჩაჩანიძის პერსონალური (რეტროსპექტიული) გამოფენა გაიხსნება.
გიორგი ჩაჩანიძეს დამთავრებული აქვს თბლისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. გორგი ერთი პერსონალური გამოფენის ავტორი და თხუთმეტამდე ჯგუფური გამოფენის მონაწილეა. მხატვარი წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალ "დილას", "ომეგას", "დროშის", "ჩვენი მწერლობის", გამომცემლობა "ბაკმის", გაზეთ "კრიმინალური ქრონიკის" ილუსტრატორად.
გიორგი ჩაჩანიძის ნახატები დაცულია გერმანიის, რუსეთისა და იტალიის კერძო კოლექციებში.
გამოფენა 29 ნოემბრამდე გაგრძელდება.