თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება. იტყობინება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.
უწყების ინფორმაციით, შეფერხების მიზეზი მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზია, რისთვისაც საჭირო გახდა მისი დამხმარე მატარებლით ჩიხში გადაყვანა.
"მოძრავი შემადგენლობები გადაადგილდებიან ზონალურად და მგზავრებს შესაძლებლობა აქვთ, მხოლოდ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრიდან“ „სადგურის მოედნის“ მიმართულებით იმგზავრონ. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი კი მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში ემსახურება.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!", - ნათქვამია გავრცელებულ შეტყობინებაში.