სახალხო წარმომადგენლობითმა კრებამ საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები ბათილად ცნო.
აღნიშნული საკითხი სახალხო კრების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რეჟისორმა გოგო ქავთარაძმე პარლამენტის შენობასთან გამართულ სახალხო კრებაზე დააყენა. კრების დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს საქართველოს კოსტიტუციაში 2010 წლის ოქტომბერში შეტანილ ცვლილებებს მხარი.
როგორც ქავთარაძემ განმარტა, საქართველოს ხელისუფლებამ და პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებები საზოგადოებასთან შეუთანხმებლად მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ არაკანონიერია და იგი ბათლად უნდა იქნას ცნობილი.
ამ წუთებში სახალხო კრებაზე მსახიობი გია ბურჯანაძე დამსწრე საზოგადოებას ხელისუფლების უნდობლობის ვერდიქტის ტექსტს აცნობს.