გაგრძელდება თუ არა აქციები, ეს დამოკიდებული იქნება სახალხო წარმომადგენლობითი კრების დღევანდელ გადაწყვეტილებაზე.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ განუცხადა.
მისი თქმით დღევანდელ სახალხო კრების ორგანიზატორები გააჟღერებენ სამომავლო მოქმედებებს.
"თუ ხალხი ჩათვლის, რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში და ყველა ბედნიერად ცხოვრობს, მაშინ დავიშლებით და სახლებში წავალთ. თუ ჩათვლიან, რომ ქმედებაა საჭირო, ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით", - აღნიშნა შარტავამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთში საქართველოს პარლამენტის შენობის წინ სახალხო წარმომადგენლობითი კრების აქცია დაიწყება.