დღეს, 25 ნოემბერს, ეროვნული ბანკის 91-დღიან N47, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 მლნ. ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ფასიანი ქაღალდები შეიძინა ექვსმა კომერციულმა ბანკმა.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.47%-ით, მაქსიმალური 9.77%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.63%-ით განისაზღვრა.