გერმანიის ფედერაციის საანგარიშო პალატის წარმომადგენელმა ვერნერ პელცერმა საქართველო კონტროლის პალატაში ეფექტიანობის აუდიტის ჯგუფთან სამუშაო შეხვედრები გამართა. ღონისძიების მიზანი იყო ეფექტიანობის საპილოტე აუდიტის კონცეფციის დამუშავება, აუდიტის ეტაპების დაგეგმვა და აუდიტის კონცეფციის შესაბამისი კითხვარების შემუშავება.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა.