იემენში მომხდარი ტერაქტის შედეგად 20 ადამიანის დაიღუპა და 30 დაიჭრა. ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ტერორისტმა-თვითმკვლელმა პროვინცია ელ-ჯაუფში დანაღმული ავტომობილი ააფეთქა.
მათივე ინფორმაციით, იერიშის სამიზნე შიიტი ამბოხებულების ხელმძღვანელის აბდელ მალიკ ალ-ჰოუსის მომხრეები იყვნენ, რომლებიც დღესასწაულ "დენ გადირის" დღესასწაულის აღსანიშნავად ემზადებოდნენ.
გარდაცვლილთა შორის შიიტური მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელია. დაღუპულია ასევე ერთ-ერთი ხელმძღვანელის ვაჟი. კონკრეტულად ვინ დგას ამ იერიშის უკან ჯერ-ჯერობით უცნობია. ქვეყნის სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ეს ტერაქტი შესაძლოა იემენის ტერიტორიაზე მოქმედი "ალ-ქაიდას" დაჯგუფების განხორციელებული იყოს.