ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია შეხვედრები ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობის ევროკავშირის საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, პარლამენტის დეპუტატთა პალატის თვდაცვისა და უშიშროების კომიტეტისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან.
შეხვედრებზე ვიცე პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობაზე, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე და მისი მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობასა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძე პრაღის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე "საქართველო-მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები" და შეხვდება რადიო "თვისუფლების" ქართული და საერთაშორისო რედაქციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს.