უცხოელებს, რომლებსაც სურთ უკრაინის დახმარება, ვებგვერდზე https://fightforua.org/ შეუძლიათ იპოვონ დეტალური ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა ჩაერთოთ აგრესორის წინააღმდეგ სამართლიან ბრძოლაში.
ვებგვერდი fightforua.org, შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სურთ უკრაინის საერთაშორისო თავდაცვის ლეგიონში გაწევრიანება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება.
"მას შემდეგ, რაც რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაში ფართომასშტაბიანი სამხედრო შეჭრა განახორციელა და პირველივე დღეებიდან დაიწყო მშვიდობიანი მოსახლეობისა და ინფრასტრუქტურის დარტყმა, უკრაინის სახელმწიფომ მოუწოდა უცხოელებს შეუერთდნენ ბრძოლას მშვიდობისა და დემოკრატიისთვის ევროპასა და მთელ მსოფლიოში. პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსძა ბრძანებულება, რომლის მიხედვით, 2020 წლის 1-ლი მარტიდან უკრაინაში უვიზოდ შესვლა შეუძლია უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებსაც სურთ შეუერთდნენ უკრაინის საერთაშორისო თავდაცვის ლეგიონს. გარდა, აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებისა", - ნათქვამია ინფორმაციაში.