ევროკავშირი მზადაა, საქართველო-რუსეთს ურთიერთობების დარეგულირებაში დაეხმაროს და ერთ-ერთი მხარის ფუნქცია შეასრულოს.
"ევროკავშირი და პირადად მე მზად ვართ, გავხდეთ ამ დისკუსიის ერთ-ერთი მხარე, რადგან ეს საკითხი მნიშვნელოვანია ევროპისთვისაც და მთლიანად კავკასიის რეგიონისთვისაც", - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა იეჟი ბუზეკმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთობლივად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან იმედი გამოთქვა, რომ "პრეზიდენტი მედვედევი არსებულ პრობლემებზე მუშაობისას ღია იქნება".
"ახლა, ჩემი აზრით, მათ რეაქციას უნდა დაველოდოთ", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ევროპელ ლიდერებს რუსეთთან სალაპარაკოდ "უკეთესი კლიმატის" შექმნაში დახმარება სთხოვა.