სახელმწიფომ ქობულეთის ტურისტულ ზონაში სასტუმროების ასაშენებლად ინვესტრორებს ვადა გაუზარდა. ინვესტორებს, რომელთანაც სახელმწიფომ ქობულეთის ტურისტულ ზონაში ასაშენებლ სასტუმროებზე ხელშეკრულებები გააფორმა, პირობის შესრულეება 15 თვის ვადაში მოუწევთ და არა 2011 წლის 1-ელ აგვისტომდე რაც თავიდანვე იყო დაანონსებული.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის მთავრობაში განუცხადეს, ინვესტორსა და მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახად, ინვესტორი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 4 თვის ვადაში სასტუმროს საძირკველი ჩაყაროს, ამის შემდგომ 6 თვის განმავლობაში შენობის კონსტრუქცია ააშენოს და შემდგომი 5 თვის განმავობაში კი სასტუმრო მოაწყოს და სტუმრების მისაღებად მოამზადოს.
სახელშეკრულებო პირობების თანახმად, თუ ინვესტორი სასტუმროს მშენებლობას და მის მოწყობას 15 თვის განმავლობაში ვერ მოასწრებს, მაშინ მთავრობა იტოვებს კეთილ ნებას, რომ ინვესტორს დამატებით 3 თვის გონივრული ვადა მისცეს, ვალდებულებების შესასრულებლად. ხოლო თუ ინვესტორი 18 თვეშიც ვერ მოახერხებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების აღსრულებას, მაშინ მთავრობა ვალდებულია აღნიშნულ ინვესტორზე გარკვეული სანქციები გაატაროს.
შეგახსენებთ, რომ სამთავრობო კომოსიამ უკვე გამოავლინა 8 ინვესტორი, რომლებმაც ქობულეთში 15 სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა უკვე დაიწყეს.
ცნობილია, რომ ქობულეთში, ე.წ. ფიჭვნარის ტერიტორიაზე სასტუმროებს ააშენებენ თბილისის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და შ.პ.ს. "ცქიფო", შ.პ.ს. "ოქროს სტანდარტი", გოგი გოგიტიძე, ნუგზარ გამყრელიძე, გრიგოლ გაფრინდაშვილი, ს/ს "პლატინიუმ რეალ ისთეითი", სს "რუსადჯ" (რუსეთი მოსკოვის ოლქი ქ. პოდოლსკი) და "ESCo-Concern" CJSC"" (სომხეთი, ერევანი).
"ქობულეთის ტურისტულ ზონაში" მშენებლობის მსურველ კომპანიებს განაცხადების შეტანის შესაძლებლობა ისევ აქვთ, რადგანაც სამთავრობო კომისიის გადაწყვეტლებით განაცხადების შეტანის ვადა 15 დეკემბრამდე გახანგრძლივდა.
ქობულეთში "თავისუფალი ტურისტული ზონის" განვითარების მიზნით, ე.წ. "ფიჭვნარის" ტერიტორიზე, ზღვიდან 140 მ-ის დაშორებით, ახალი სასტუმროების მშენებლობისთვის მთავრობამ პოტენციურ ინვესტორებს განსხვავებული შეღავათები შესთავაზა.
პროექტის თანახმად, ე. წ. "ფიჭვნარის" ტერიტორიზე, გამოყოფილია მიწის 3 ნაკვეთი (საერთო ფართით 11,3 ჰა), რომლებზედაც დაგეგმილია 30 სასტუმრო კორპუსის მშენებლობა. განსაზღვრულია სასტუმრო კორპუსების 3 ტიპი. მშენებლობის მსურველს შეუძლია არჩევანი გააკეთოს.
ასევე, განსაზღვრულია, სასტუმრო კორპუსების სართულიანობაც: 5, 6 ან 7 სართული (42, 52 ან 60 ნომერი).
პროექტის თანახმად, სამშენებლო მიწის ნაკვეთის განკარგვა განხორციელდება სიმბოლურ ფასად, დამტკიცებული საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაცია დამკვეთს გადაეცემა უსასყიდლოდ. ტერიტორია უზრუნველყოფილი იქნება საინჟინრო-კომუნალური ქსელებით და სათანადო ინფრასტრუქტურით.