უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭე უკრაინის ეროვნული დროშის ფერებში განათდა.
"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინაში მცხოვრებ ხალხს, უკრაინული ფესვების მქონე ბერლინის მრავალ მაცხოვრებელს და ბევრ რუსს, ვისაც მშვიდობა სურს რუსეთსა და უკრაინაში", - განაცხადა გერმანიის დედაქალაქის მერმა ფრანცისკა გიფეიმ.
გერმანული მედია იტყობინება, რომ ინიციატივას მხარი დაუჭირეს ბერლინთან დაძმობილებულმა ქალაქებმაც, კერძოდ პარიზმა და ლონდონმა, სადაც ასევე გადაწყვიტეს ღირსშესანიშნავი ობიექტების განათება.