უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემთხვევაში, უკრაინის ხელისუფლება ანკარას მოსთხოვს, რუსული გემებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეები დაკეტოს. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა თურქეთში ვასილი ბოდნარმა Reuters-ისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა.
მისი თქმით, კიევი უკრაინის მახლობლად შავი ზღვის სანაპიროზე რუსული ხომალდების ყოფნას საფრთხედ მიიჩნევს.
"უკრაინა სთხოვს ანკარას, განიხილოს მისი ორი სრუტის დახურვა რუსული გემებისთვის მოსკოვის შემოჭრის შემთხვევაში", - ციტირებს Reuters-ი ელჩს.
მედიის ინფორმაციით, სრუტეების დახურვა თითქმის შეუძლებელია, ვინაიდან მონტრეს კონვენციის შესაბამისად, რუსეთს, როგორც შავი ზღვის სახელმწიფოს, არ შეიძლება სრუტეებზე წვდომა შეეზღუდოს. შესაძლოა, თურქეთის მიერ სრუტეების დაკეტვა საერთაშორისო სამართლის დარღვევად იქნეს მიჩნეული.
თურქეთის პრეზიდეტნმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა პუტინთან საუბრისას განაცხადა, რომ ანკარისთვის მიუღებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯები.