კრემლში რუსეთის უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეთაურობდა.
საბჭოს სხდომაზე განიხილეს სეპარატისტული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების საკითხი. რამდენიმე დღით ადრე, პუტინს ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობით მოთხოვნით რუსეთის დუმამ რეზოლუციის მიმართა. მოგვიანებით, ანალოგიური მოთხოვნით, პუტინს სეპარატისტმა ლიდერებმა დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმაც მიმართეს.
რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის საკითხს.
ვლადიმირ პუტინის განცხადებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკების აღიარების საკითხზე გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებს, რომლის შესახებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი.
უშიშროების საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თავდაცვის მინისტრი შოიგუ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ), საგარეო დაზვერვის სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეროვნული გვარდია, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერები, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი.