რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია. ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პესკოვმა დაადასტურა, რომ პუტინმა უშიშრობის საბჭოს სხდომა დაუგეგმავად მოიწვია. მან არ დააკონკრეტა საბჭოს სხდომის განსახილველი საკითხები.
უშიშროების საბჭოს სხდომა 21 თებერვალს არის ჩანიშნული.
პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინს დღეს რამდენიმე საერთაშორისო ზარი აქვს დაგეგმილი.
რუსული მედია იუწყება, რომ 22 თებერვალს გაიმართება ფედერაციის საბჭოს რიგგარეშე სხდომა, ამავე დღეს შეიკრიბება სახელმწიფო დუმის სხდომა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საგანგებო სხდომები რუსეთსა და უკრაინის საზღვარზე კრიზისის გამწვავებას უკავშირდება.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შუამავლობით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და პუტინი შეხვედრაზე დათანხმდნენ, სადაც აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისა და ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელებენ.