რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრა აუკრძალა.
ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქს" კრემლის წყაროზე დაყრდნობით ავრცლებს.
სააგენტოს ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა მკაცრი ბრძანება მიიღო, რომ მინსკში ვიზიტის დროს ბელორუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს არ შეხვედროდა.
როგორც ცნობილია, 22 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მინსკში ბელორუსს კოლეგას შეხვდა.
აღსანიშნავია, რომ გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაცით, სერგეილ ლავროვთან შეხვედრაზე უარი ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.