19 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მეთვალყურეობით, ბირთვული წვრთნები გაიმართა, რომლის ფარგლებშიც გამოსცადეს ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტები, ფრთოსანი საკრუიზო რაკეტები და ბირთვული იარაღის გადატანის შესაძლებლობის მქონე ბალისტიკური რაკეტები.
სწავლების ფარგლებში გაუშვეს ზებგერითი რაკეტები "ცირკონი" და "კინჟალი". წვრთნებში ასევე მონაწილეობდნენ სტრატეგიული ბომბდამშენები Tupolev Tu-95.
გარდა ამისა, კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტა "სინევას" გაშვება განხორციელდა ბარენცის ზღვაში მყოფ ატომური წყალქვეშა ნავ "კარელიადან".
რუსული მედიის ინფორმაციით, ინფორმაციით, სტრატეგიული შეკავების ძალების წვრთნების მიმდინარეობას კრემლის საგანგებო სიტუაციების ოთახიდან თვალყური მიადევნეს პუტინმა და ბელარუსის პრეზიდეტმა ლუკაშენკამ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობდნენ საჰაერო კოსმოსური ძალები, სამხრეთ სამხედრო ოლქი, სტრატეგიული სარაკეტო ძალები და ჩრდილოეთ და შავი ზღვის ფლოტების ძალები.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ბირთვული წვრთნების გამართვა რეგულარული სასწავლო პროცესის ნაწილია და ამან დასავლეთის შეშფოთება არ უნდა გამოიწვიოს.