უკრაინის უმაღლესი რადას პრორუსული ოპოზიციური ფრაქციის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ დეპუტატ ნესტორ შუფრიჩს 18 თებერვალს უკრაინის ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემის პირდაპირ ეთერში სცემეს.
გადაცემაში ასევე მონაწილეობდა ონლაინც გამოცემა Censor.Net-ის მთავარი რედაქტორი იური ბუტუსოვი, რომელმაც გადაცემის წამყვანს სავიკ შუსტერს მოუწოდა, სიტყვა არ მიეცა ნესტორ შუფრიჩისთვის, რადგან ის "პრორუსულ ნარატივებს" ავრცელებს და "სისულელეებს ლაპარაკობს".
ნესტორ შუფრიჩის თქმით, ის გადაცემაში მოვიდა იმისათვის, რათა ხალხს სიმართლე უთხრას. ამ დროს, მას მიუახლოვდა ბუტუსოვი და სახეში სილა გააწნა, რის შემდეგაც შუფრიჩი სკამიდან გადმოვარდა. მოგვიანებით, ინცინდენტი ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. გადაცემის სხვა სტუმრებმა დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები დააშოშმინეს.
შუფრიჩმა ინციდენტის შემდეგ სტუდია დატოვა, მაგრამ მალევე დაბრუნდა. სახეზე მას სისხლჩაქცევები და ნაკაწრები ჰქონდა.