23 ნოემბერს, გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულზე, კომპანია "შატო მუხრანი" ორი ღვინის პრეზენტაციას გამართავს. მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ ღვინოები "გორული მწვანე" და "სოვინიონ ბლანი" მომსხამრებლის გემოვნებას დაკმაყოფილებს. "გორული მწვანესა" და "სოვინიონ ბლანის" ფასი 11-დან 15 ლარამდე იქნება და ღვინოების პრზენტაცია 23 ნოემბერს რესტორან "ქალაქურში" გაიმართება.
"შატო მუხრანი" ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა და დღეისათვის 6 დასახელების ღვინს აწარმოებს. კომპანიის გაყიდვების 50 % ექსპორტზე მოდის. "შატო მუხრანის" ღვინოები საფრაგნეთში, ჰოლანდიაში, და ბალტიისპირეთის ქვეყნებში უკვე იყიდება.