ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არქტიკული წრის შიგნით ყველაზე ფართომასშტაბიან სახმედრო წვრთნებს გამართავს. ამის შესახე ნატო-ში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში იუწყება.
ფართომასშტაბიანი სახმედრო წვრთნები, სახელწოდებით "Cold Response/ცივი პასუხი", მარტის დასაწყისშია დაგეგმილი.
დაგეგმილ წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს, ალიანსის 28 ქვეყნის 35 000 სამხედრო მოსამსახურე. სწავლებაში ჩართული იქნება შეერთებული შტატები სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდი "ჰარი ტრუმენი".
იუწყებიან, ნორვეგიის შეიარაღებულმა ძალებმა სწავლების შესახებ რუსეთის ჩრდილოეთ ფლოტს ჯერ კიდევ 13 იანვარს აცნობეს.
მოსალოდნელ სამხედრო წვრთნებს შეშფოთებით გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყების წარმომადგენელი სააგენტო "ინტერფაქსთან" საუბრისას ამბობს, რომ წვრთნები არქტიკაში დაძაბულობას გაზრდის, ისევე როგორც შემთხვევითი ინციდენტებისა და გაუთვალისწინებელი ესკალაციის რისკს.