დღეს, 20 ნოემბერს, 10:00 საათზე კომპანია "გუდვილი" გამწვანების აქციას აწყობს. ჰიპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე გუდვილის თანამშრომლები 100მდე აკაციისა და იფნის ნერგებს დარგავენ. აქცია სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ქ.თბილისის მერიის ინიციატივით დაწყებული პროგრამის - "დარგე ხე, გაამწვანე თბილისი" - ფარგლებში გაიმართება. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ადამიანმა წელიწადში 12 ნერგი უნდა დარგოს.
აქციაში მონაწილეობას გუდვილის პარტნიორი კომპანიებიც მიიღებენ. ასევე გამწვანების აქციას დაესწრება ქალაქის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსი გიორგი ქორქაშვილი.
კომპანია გუდვილის თანამშრომლები თბილისის გამწვანების აქციაში მონაწილეობას მომავალშიც გეგმავენ.