უკრაინის პარლამენტის მიერ ქვეყნის კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით უკრაინის პრეზიდენტს, უმაღლეს რადას, ყირიმის უმაღლეს საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ყველა თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა 5 წლამდე გაზარდა.
ამ გადაწყვეტილებას რადის 305 -მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
განსაზღვრულია, რომ უკრაინის პრეზიდენტის მორიგი არჩევნები მისი არჩევის მეხუთე წლის მარტის ბოლო კვირას ჩატარდება, უმაღლესი რადის კი არჩევის მეხუთე წლის ოქტომბრის ბოლო კვირას. აღნიშნული ცვლილებები ძალაში 2011 წლის თებერვლის შემდეგ შევა.