დეპუტატის გარდაცვალების შემთხვევაში მისი დაკრძალვის ხარჯები პარლამენტის საბიუჯეტო სახსრებისგან დაფინანსდება.
ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ სესიაზე სხდომის ხელმძღვანელმა, ვიცეს-პიკერ მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.
"აქამდე, პარლამენტის ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული ისეთი სამწუხარო შემთხვევები, როგორიცაა დეპუტატის გარდაცვალება. მომავალი წლიდან, საკანონმდებლო ორგანოს წევრის დაღუპვის შემთხვევაში, მისი დაკრძალვის ხარჯებს ეს ორგანო დაფარავს", - განმარტა მაჭავარიანმა.
აღნიშნულ კონტექსტში, ვიცე-სპიკერმა ისიც აღნიშნა, რომ ორი დღის წინ გარდაცვლილი დეპუტატის - გია არსენიშვილის დაკრძალვის ხარჯებისთვის საჭირო თანხა პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყოფა.