იუტის შტატის გენერალური პროკურატურა კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირიკის მკვლელობაში ბრალდებულის, ტაილერ რობინსონის სიკვდილით დასჯას ითხოვს.
ამის შესახებ შტატის გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრეს.
22 წლის ტაილერ რობინსონი პირველად წარსდგა სასამართლოს წინაშე, მას შემდეგ, რაც ბრალი წაუყენეს დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში, იარაღის გამოყენებასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში.
რობინსონმა, რომელიც იუტის ოლქის ციხიდან ვიდეოზარით ჩაერთო სასამართლოს, მხოლოდ საკუთარ ვინაობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა.
მოსამართლემ გააცნო მას ბრალდებები და განაცხადა, რომ საქმეზე კიდევ ერთი მოსმენა თვის ბოლოს გაიმართება.
31 წლის ჩარლი კირკი გასულ ოთხშაბათს იუტის უნივერსიტეტში გამართულ საჯარო ღონისძიებაზე მოკლეს.
პოლიტიკური აქტივისტი, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე, კისერში ტყვიის მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა.
ოლქის პროკურორის განცხადებით, მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებებს შორის არის ის, რომ ბრალდებულმა ჩარლი კირი „მისი პოლიტიკური მოსაზრებების გამო ამოიღო მიზანში და ეს გააკეთა იმ ცოდნით, რომ მკვლელობის ადგილზე ბავშვებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მომსწრენი გახდებოდნენ ამ შემზარავი ფაქტის“.