მსოფლიო პატრიარქ ბართოლომეოსს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც იუწყებიან, ბართლომე I-ს covid-19 მორიგი გეგმური ტესტირების დროს დაუდასტურდა.
პატრიარქს, რომელიც სრულად ვაქცინირებულია, ამჟამად ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აქვს და მისი ზოგადი მდგომარეობა კარგია.
დიაგნოზის დასმისთანავე იგი სტამბოლის ცენტრალურ საავადმყოფოს ეწვია შემდგომი პროფილაქტიკური გამოკვლევებისათვის.
პატრიარქმა მადლობა გადაუხადა მათ, ვინც წუხს მისი ჯანმრთელობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, დაიცვან ექიმების რეკომენდაციები და აიცრან საკუთარი თავებისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ.