"საქართველოს ირგვლივ საგარეო პოლიტიკური ვითარება, ისეთი დრამატულია, იმდენად სახიფათოა ის განზრახვა, რაც აქვს რუსეთის ფედერაციას, კრემლს, ჩვენსა და უკრაინის მიმართ, არცერთი სხვა საკითხი არ შეიძლება იყოს ამაზე აქტუალური", აცხადებს პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი. მისი განმარტებით, მეორე მხრივ, პოლარიზების ხარისხი საქართველოში ისეთი დრამატულია, საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს შორის და პოლიტიკურ სპექტრში უფსკრულია, თუ ამას ახლა არ ვუწამლეთ ყველაფერი გვიან იქნება.
"თუ ეს ვერ მოხერხდა, ვერ ვხედავ ჩემს ადგილს პარლამენტში. არ მგონია აზრი ჰქონდეს აქ საქმის გაგრძელებას, თუ ვერ შევთანხმდებით მთავარ საკითხზე, რომ ერთი ან მეორე პოლიტიკური ძალის ყოფნა ხელისუფლებაში იყოს არა ჩვენი არჩევანი, არა ჩვენი გადასაწყვეტი, არამედ საზოგადოების გადასაწყვეტი, ოღონდ სამართლიანი პროცედურებით. მაშინ ასე რომ ყოფილიყო, არ დაგვემართებოდა ოცდაათი წლის წინ 1991-ში 22 დეკემბერი, ეს სამარცხვინო ლაქა საქართველოში. ვინმე იტყვის რომ ზვიად გამსახურდიას არ ჰქონდა ჩავარდნები? არა ბატონებო, ღმერთი არავინ არ არის, ყველას გვქონდა, ყველას გვაქვს და ყველას გვექნება ჩავარდნები, უბრალოდ უბედურება ისაა, რომ არ ვაცლით ერთმანეთს, არ შეგვიძლია ერთმანეთის გათვალისწინება, იქნებ სწორედ 22 დეკემბრისთვის, იქნებ ამ დღეს მაინც, მოვახერხოთ და შევთანხმდეთ მთავარზე, როგორც არ უნდა გვძულდეს ერთმანეთი, როგორც ვერ უნდა ვიტანდეთ ერთმანეთს, ავიტანოთ ერთმანეთი საქართველოსთვის და გამოვაცხადოთ 22 დეკემბერი თანხმობის დღედ. ამ მხრივ ამ კონტექსტში პრეზიდენტის ინიციატივა არის ძალიან კეთილშობილური, მე ვერ ვხედავ ალტერნატივას თუ არა ამ ინიციატივის განხორციელების. მოდით ნუ დავიწყებთ წარსულის ქექვას, ეს ვერასდროს ვერ მიგვიყვანს თანხმობამდე, მოხერხდება თუ არა სამი პრეზიდენტის ფორმატში საუბარი არ ვიცი, ის ხო მაინც შეიძლება მოხერხდეს, ჩვენ აქ ვისაუბროთ ნორმალურად, ჩავთვალოთ რომ ყველას ამ ოცდაათი წლის განმავლობაში საქართველოსთვის ძალიან ბევრი გაუკეთებია."- განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.