დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" თბილისის 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერენ.
ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარე ინგა გრიგოლია აცხადებს.
მისი განმარტებით, თბილისის მერიამ "ქრისტიან-დემოკრატების" არც ერთი წინადადება არ გაითვალისწინა. კერძოდ, კი პენსიის საარსებო მინიმუმადე გაზრდა.
ფრაქცია "ჩვენი თბილისის" თავმჯდომარის დავით საგანელიძის ინფორმაციით კი დედაქალაქის მთავრობამ პროგრამა "დაზღვევა ყველა თბილისელს", ასევე, ჯანდაცვის სხვა პროგრამების სრული იგნორირება მოახდინა.
"შეთანხმება ვერც ერთ საკითხზე მოხერხდა. ამიტომ გვაქვს მიზეზი იმისა, რომ მომავალი წლის დედაქალაქის ბიუჯეტს მხარი არ დავუჭიროთ",-აცხადებს საგანელიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულო 2011 წლის ბიუჯეტის პროექტს, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დაამტკიცებს.
ბიუჯეტი 620 მილიონ ლარია და, წინა წელთან შედარებით, 123 მილიონი ლარითაა შემცირებული. აღნიშნული ოპოზიციური ფრაქციების უკმაყოფილებას იწვევს.