საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა "შევარდენის" სანაკრებო სარაგბო ბაზა გახსნა.
ცერემონიას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და საქართველოში ვიზიტით მყოფი მსოფლიო რაგბის მმართველი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.
"შევარდენის" სარაგბო ბაზა როგორც ხელოვნურ, ასევე ბუნებრივ საფარიან მოედნებს და ადმინისტრაციულ შენობას მოიცავს.
ბაზის გახსნის შემდეგ მინისტრმა და უცხოელმა სტუმრებმა შეხვედრა გამართეს, რომელზეც სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პროექტის მიხედვით, 2011 წელს 20 წლამდე მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატის საქართველოში ჩატარება იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოში "შევარდენის" ანალოგიური 19 ბაზის მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული ბაზების მშენებლობა 2012 წელს დასრულდება. 19 ბაზიდან 12 თბილისში, დანარჩენები 7 კი, სხვადასხვა რეგიონში აშენდება.