დღეს, 18 დეკემბერს, 13:00 საათზე, "ქორთიარდ მარიოტში" საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, პოლონეთის ექსპორტიორთა ასოციაციისა და კომპანია "Eurossociates" ორგანიზებით, საქართველო-პოლონეთის ბიზნესშეხვედრა გაიმართება.
ორდღიანი შეხვედრა სემინარის სახით წარიმართება. ის ორდღიანი იქნება.
სემინარის ფარგლებში, 19 ნოემბერს გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის. პოლონეთის მხრიდან წარმოდგენილი იქნება 8 კომპანია შემდეგი სფეროებიდან: ავეჯის წარმოება, ავტომობილების ინდუსტრია, მშენებლობა, მეტალურგია, კვების მრეწველობა, დაზღვევა და საკონსულტაციო მომსახურება.
შეხვედრაზე პოლონეთის დელეგაციას ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გრაცინა ჰენცლევსკა უხელმძღვანელებს.