ხვალ, 18 დეკემბერს, თბილისში საქართველო- პოლონეთის ბიზნეს შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, პოლონეთის ექსპორტიორთა ასოციაციისა და კომპანია „EuroAssociates" ორგანიზებით, 13:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" დაიწყება და სემინარის სახით წარიმართება. ის ორდღიანი იქნება.
სემინარის ფარგლებში, 19 ნოემბერს გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის. პოლონეთის მხრიდან წარმოდგენილი იქნება 8 კომპანია შემდეგი სფეროებიდან: ავეჯის წარმოება, ავტომობილების ინდუსტრია, მშენებლობა, მეტალურგია, კვების მრეწველობა, დაზღვევა და საკონსულტაციო მომსახურება.
შეხვედრაზე პოლონეთის დელეგაციას ქვეყნის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გრაცინა ჰენცლევსკა უხელმძღვანელებს.
მასალის გამოყენების პირობები