ფოტო: ТАСС
რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაური, პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა, სხვა ქვეყნებისთვის მაგალითის მიმცემი იყოს, თავისუფლებების დაცვის ხარისხის თვალსაზრისით.
"ჩვენ ნამდვილად თავისუფალი ქვეყანა ვართ. ეს რეალური ფაქტია. წარმომიდგენია, რა რეაქცია ექნებათ ჩემს ამ სიტყვებზე, მაგრამ შემიძლია დავამტკიცო, რომ რუსეთი დღეს მართლაც თავისუფალი სამყაროს ლიდერია. ჩვენ თავისუფლები ვართ ყველაზე ძლიერი გარე გავლენებისგან, ჩვენ ვვითარდებით ჩვენი გზით. და ღმერთმა ქნას, რომ ეს გზა წარმატებული იყოს", - თქვა კირილმა ტელეარხ "როსია 1"-თან ინტერვიუში.
პატრიარქის განცხადებით, დღეს რუსულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვა არსებობს, თუმცა ეს ნორმალური პროცესია და სახელმწიფოებრიობას არ უთხრის ძირს.
"არსებული აზრთა სხვადასხვაობა - ნორმალური აზრთა სხვადასხვაობაა, რომელიც არ ანგრევს ადამიანის ცხოვრების საფუძვლებს, სახელმწიფოებრიობას, სულიერ ცხოვრებას, არამედ ქმნის აზრთა შემოქმედებითი შეჯახების საფუძველს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ახალი იდეები, ახალი პროექტები, რომლებიც მიმართულია ჩვენი სამშობლოს შემდგომ განვითარებაზე", - თქვა კირილმა.