ამერიკელმა კონგრესმენებმა სტივ კოენმა და ჯო უილსონმა წარადგინეს რეზოლუცია, სადაც ისინი გამოდიან წინადადებით, აშშ-მა არ აღიაროს პუტინი პრეზიდენტად, თუ ის 2024 წელს პოსტზე დარჩება.
კონგრესში წარდგენილი რეზოლუციის ტექსტი წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კონგრესმენებმა 2020 წელს რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს ადგილობრივი კანონებისა და საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა უწოდეს.
"რუსეთში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები უკანონო იყო და ვლადიმირ პუტინის ნებისმიერი მცდელობა, 2024 წლის შემდეგაც ხელისუფლებაში დარჩეს, შედეგად შეერთებული შტატების მხრიდან არაღიარებას გამოიწვევს“, - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
კრემლმა აბსურდული, არაკონსტრუქციული და არამეგობრული უწოდა კონგრესმენების რეზოლუციას და მკაცრად დაგმო ის.
პუტინს პრეზიდენტობის ვადა 2024 წელს ეწურება, თუმცა მისი ინიციატივით კონსტიტუციაში შესული ცვლილებები, მას კიდევ შეეძლება ქვეყანა ორი ვადით მართოს. რომ არა ეს ცვლილება, 2024 წლის შემდეგ, პუტინი პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდა.